რამდენიმე წუთის წინ იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრა დაიწყო.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. იურიდიულმა კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 14-ს დადებითი რეკომენდაცია მისცა. კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია 5 კანდიდატს.
რეკომენდაცია არ გაეწია:
- თამარ ალანია
- გოჩა ჯეირანაშვილი
- პაატა სილაგაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
- შოთა გეწაძე
რეკომენდაცია გაეწია:
- მერაბ გაბინაშვილი
- მაია ვაჩაძე
- თამარ ზამბახიძე
- გიორგი მიქაუტაძე
- ნუგზარ სხირტლაძე
- ლალი ფაფიაშვილი
- ნინო ქადაგიძე
- მირანდა ერემაძე
- მამუკა ვასაძე
- შალვა თადუმაძე
- ვლადიმერ კაკაბაძე
- ლევან მიქაბერიძე
- ქეთევან ცინცაძე
- ალექსანდრე წულაძე
ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.
მოქალაქეეები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მოსამართლეობის ამ კანდიდატების მხარდაჭერას. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭინონ ამ სიას.