პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ექვსს – გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილს პლენარულ სხდომაზე წარსადგენად რეკომენდაცია გაუწია.
კანიდატებიდან სამს – ეკა ზარნაძეს, ქეთევან მესხიშვილსა და გიორგი შავლიაშვილს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
კენჭისყრაზე თანხმობა „ოცნების“ ათმა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი გასაუბრებებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც წინა დღეებში აღნიშნეს, ისინი დამკვირვებლის როლში იყვნენ.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კომიტეტის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.