კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება – კალაძე

პუბლიკა

დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც კომპანია „M2“ მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის ვარაუდით, კომპანიას, დაახლოებით სამი წელი დასჭირდება მშენებლობის დასასრულებლად  და 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, ყველა ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, გადავუხადო მადლობა. ჩვენ სხვა მშენებლობებთან მიმართებითაც ვმუშაობთ და მჯერა, იგივე პროცესები წავა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოჯახებს, რომლებსაც თანხა აქვთ გადახდილი და დიდი ხანია, ელოდებიან აშენებულ სახლებს, დავუბრუნოთ სიხარული და ბედნიერება“, – განაცხადა კალაძემ.