„კომპრომისი სისუსტე არ არის“ | დანიელსონი მედიაციის განახლებამდე ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოგზავნილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თბილისში შეხვედრები დაიწყო.

დღეს დენიელსონი ევროკავშირის წარმომადგენლობის საელჩოში მივიდა, სადაც აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდება.

„როგორც ჩანს, ამ პროცესს საქართველოს მოქალაქეები ყურადღებით აკვირდებიან. კომპრომისის დროა, კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის, სიძლიერის ნიშანია. ეს არის ქართული დემოკრატიის სიძლიერე და ევროპული გზა. მე ასე ვხედავ“, – განაცხადა დანიელსონმა შეხვედრის დაწყებამდე.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლებას, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრები ხვალიდან უნდა განახლდეს. დანიელსონის თქმით, საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებს.