კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან - წულუკიანი

პუბლიკა

„კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა

„პრემიერიც საუბრობდა წინა სიუჟეტში, რომ კომპრომისი არ იქნება, მე ვფიქრობ, რომ ახლა უბრალოდ გაჩუმება აღარ იქნება იმდენად გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა… კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან.

… ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში. ეს შეიძლება იყოს, მართლაც, ალბათ, მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, გაგრძელდეს გვამებით მანიპულირების პოლიტიკა, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი – ეს მიზანია ისევ და ისევ ე.წ. გვამების პოლიტიკა, რომელიც მათი ხელწერაა მრავალი წელია”, – განაცხადა წულუკიანმა.

მან ასევე ისაუბრა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხზე და აღნიშნა: „დღეს საუბარია რაზე, რომ თურმე პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არამედ ნებისმიერმა, თუ აღმოჩნდა, რომ უკანონოდ უსმენდა, და შემდეგ ვინც ეს მასალა ვიღაცას ჩაუგდო ხელში.

ტირაჟირება გახდა თითქოს ხელწამოსაკრავი (ტირაჟირებაც ისეთივე მძიმე ბრალდება, როგორც უკანონო მიყურადება), მთავარი რა თქმა უნდა არის, მანამდე რა პროცესიც არის. ტირაჟირებამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითმკვლელობამდეც. ამიტომაც ეს პრევენციული განცხადება, რაც გაკეთდა, ვფიქრობ კარგია. მთავარი მაინც არის გამოძიება, რაც მიმდინარეობს”, – განაცხადა მინისტრმა.