კომუნიკაციების კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატიდან არცერთი განიხილება - მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე არც ერთი კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება, – ამის შესახებ განცხადებას მთაბრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 5 პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ნათია კუპრაშვილი, ბეგლარ ლოგუა, ნინო ქუბინიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და ხათუნა მაისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.