კონცერტებისა და ფესტივალების გამართვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„იხსნება კონცერტებსა და ფესტივალებთან დაკავშირებული შეზღუდვა. მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით”,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.