დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფისებისთვის გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სადაც შესაძლებელია ონლაინმუშაობა, უმჯობესია, [გაგრძელდეს] დისტანციურად მუშაობა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოფისში მუშაობენ ადამიანები, სადაც დისტანციის დაცვა საკმარისად ვერ ხერხდება, აუცილებელია ოფისის ხშირი განიავება და ასევე, პირბადის ხმარებაც. მისივე თქმით, კონდიციონერის გამოყენება რეკომენდებული არაა.
„ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული ყველა მონაცემებით არის მაღალი რისკის შემცველი… მათი გამოყენება საშიშია. ამიტომ, ვიცი, რომ სიცხე იქნება ზაფხულში და გაგვიჭირდება და მიჩვეული ვართ, მაგრამ, ჯერჯერობით მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული”, – განაცხადა იმნაძე.