პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.
გოგი წულაიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ვალერი გელბახიანი დაიცავს. მედიისთვის მიცემულ კომენტარში გელბახიანმა აღნიშნა, რომ წულაია კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს ძალადობას.
„ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას. როცა გამომძიებელი მივა დასაკითხად, დააფიქსირებს თავის პოზიციას, თუმცა სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვისას ის აპირებს ახსნა-განმარტება მისცეს იმ მოვლენებს, რომლებიც წუხელ გვიან და ამ დილით განვითარდა. სიტყვიერ კამათსა და კონფლიქტს ადასტურებს, მაგრამ ძალადობის ფაქტს უარყოფს. მის მიმართ გამოყენებული იქნება გირაო და ხვალ ალბათ გათავისუფლდება სასამართლოზე”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.