კონგრესმენები რუსულ კანონზე: საქართველო გზიდან გადაჰყავს

პუბლიკა

ამერიკელი კონგრესმენები ჯერი კონოლი და ოსტინ სკოტი „ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს აკრიტიკებენ, მას ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული კანონის მსგავსს უწოდებენ და მოუწოდებენ მმართველ პარტიას, გაითვალისწინოს მოწოდებები.

ისინი 29 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში მიუთითებენ, რომ ეს კანონი საქართველოს თავისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაიყვანს.

„2012 წელს, ძალაუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „უცხოური აგენტების კანონს”, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებდა. პუტინმა „უცხოური აგენტების კანონი” გამოიყენა თავისუფალი სიტყვის რადიკალურად შესამცირებლად, რუსული სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და მისი, როგორც დიქტატორის მმართველობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. აშშ-ის დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ძალიან შემაშფოთებელია ისეთი კანონის წარდგენა, რომელიც იმეორებს პუტინის ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერას მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, ყური დაუგდონ მოწოდებებს წარმატებული სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ისეთი მთავრობის არსებობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავს „უცხოური აგენტების კანონს”, საქართველო ამ გზიდან გადაჰყავს”, – ნათქვამია განცხადებაში.