კონკრეტულ საათებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მანქანით გადაადგილება ყველა მუნიციპალიტეტს ეხება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განმარტა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით რეგიონებში მანქანით გადაადგილებაზე გარკვეული გამონაკლისი დაწესდა.

ჩიქოვანის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმართვის მიზნით, რეგიონალურ შტაბებთან შეთანხმებით დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ისინი უკან დაბრუნებას კი  18:00 საათიდან 19:00 საათამდე შეძლებენ.

„იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით რეგიონებში, რეგიონების მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე და საღამოს დაბრუნდნენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და მისი აღსრულება და უზრუნველყოფა დამოკიდებულია თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოებზე.