კონკურსის - „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პუბლიკა

ევროკავშირმა 2020 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულები დაასახელა. მეცხრე დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით „ჰოლოზეუმში“ გაიმართა. 2020 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ექვს საპრიზო კატეგორიაში დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის არიან „პუბლიკის“ ჟურნალისტები – ბასტი მგალობლიშვილი და სოფო აფციაური. ბასტი მგალობლიშვილმა პრიზი საუკეთესო ბლოგისთვის აიღო, ხოლო სოფო აფციაურმა – საუკეთესო დოკუმენტური ფოტოსთვის, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული – გიორგი გოგუა (ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე);
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული – მერი შიხაშვილი (ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი);
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული – თამარ ჩქარეული (ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია);
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: გამარჯვებული – ბასტი მგალობლიშვილი (ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია);
  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: გამარჯვებული – ეკა ქევანიშვილი (ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე);
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: გამარჯვებული – სოფო აფციაური (ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე).
  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): გამარჯვებული – ქეთევან მაღრაძე (ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე).

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020-ში“ 126 განაცხადი შევიდა. კონკურსში მონაწილეობდა ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომები ოთხკაციანმა ჟიურიმ განიხილა: ნინო ივანიშვილმა, ეკატერინე ფირცხალავამ, მაიკლ რენდელმა, იუსტინა მიელნიკევიჩმა.


ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.  კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.  პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.   კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.