კონსერვატორია: წყლის მილის დაზიანების გამო დიდი დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, წყლის მილის დაზიანების გამო, დიდი დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელივანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება.

ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილირაციო სამუშაოებისთვის მზადება.

დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა ,,ქეთო და კოტე” გადაიდო. შეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”, – წერს კონსერვატორია სოციალურ ქსელში.