კონსერვატორიის ადმინისტრაცია სტუდენტებს მოუწოდებს, შეწყდეს სწავლის შეჩერების მოწოდებები

პუბლიკა

„პუბლიკას” წყარომ მოაწოდა სქრინი, რომლის თანახმადაც, კონსერვატორიის ადმინისტრაცია სტუდენტებს მოუწოდებს, შეწყდეს სწავლის შეჩერების მოწოდებები.

სტუდენტებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ისინი თავისუფალი აზრის გამოხატვას მიესალმებიან. თუმცა, მოუწოდებენ სტუდენტებს, შეწყვიტონ სწავლის შეჩერებისკენ მოწოდებები, რათა დაცული იყოს იმ ადამიანების უფლებები, ვინსაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

„კონსერვატორიის ადმინისტრაცია ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ყველა ადამიანის განსხვავებული აზრი უნდა იყოს დაცული. ზემოხსენებულ მიმოწერებში, რამდენიმე სტუდენტისა და პედაგოგის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება აქტიური მოწოდებები სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. ამავე მიმოწერებიდან ნათლად ჩანს, რომ მიმართვებში გაჟღერებულ მოწოდებებს ადრესატების ნაწილი ეთანხმება და იზიარებს, ნაწილი არ იზიარებს, ნაწილი კი არ აფიქსირებს წერილობით მოსაზრებას.

ადმინისტრაცია მოგიწოდებთ ყველას, შეწყდეს ისეთი მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეწყვეტის/შეჩერებისკენ, რათა იმ სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, მიეცეთ თავიანთი უფლება- მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად”. – ნათქვამია წერილში.

რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით გაფიცულია 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები გაიფიცნენ. მათ შორის არის სახელმწიფო კონსერვატორიაც. გაფიცულ სტუდენტებს უერთდება ლექტორების ნაწილიც.