პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია წერს, რომ მისი ძმა ცოტნე გამსახურდია გააღვიძეს და ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა ნორმალურია.
„კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.
respect ამ ექიმების მიმართ – მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს”, – წერს გამსახურდია facebook-ზე.
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.