კონსულტაციები გვაქვს რუსეთთან მოლაპარაკებების ადგილისა და დროის განსასაზღვრად - ზელენსკის პრესმდივანი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა განახცადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად, ადგილისა და დროის განსაზღვრად.

„მე უარვყოფ განცხადებებს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მოლაპარაკებებზე. უკრაინა მზად არის და იყო მზად ისაუბროს ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობაზე. ეს არის ჩვენი უცვლელი პოზიცია. ჩვენ დავთანხმდით რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას. მხარეებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები მოლაპარაკებების პროცესის ადგილისა და დროის განსასაზღვრად. რაც მალე დაიწყება მოლაპარაკებები, მით მეტია ნორმალური ცხოვრების სწრაფად აღდგენის შანსი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერხი ნიკიფოროვმა.