კორძაია: პედოფილია უდიდესი პრობლემაა საქართველოში - რეალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია უმრავლესობის წევრებს რეალური პრობლემების ირგვლივ მსჯელობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის, პედოფილიის წინააღმდეგ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. მან პლენარულ სხდომაზე ბოლო თვეში მომხდარი მსგავსი შემთხვევები ჩამოთვალა.

„ძალიან რთულია, არ დაეთანხმო ბატონ ირაკლის იმაში, რომ საქართველოში ნამდვილად უნდა შეიქმნას ბავშვებისთვის ცხოვრების ჯანსაღი პირობები. მე ახლა მსურს იანვარში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მოვიყვანო მაგალითები – გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გოგო, რომელიც მოიტაცეს კახეთში, ნაპოვნი იქნა, 45 სკოლაში არ დადიოდა; 21 წლის გოგოს მკვლელობა მოხდა; გოგოს და მის დას ბიძა წლების განმავლობაში აუპატიურებდა; შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს; დააკავეს დედა, რომელიც შვილის გაუპატიურებაში ხელს უწყობდა მის პარტნიორს; დააკავეს გოგო, რომელმაც 13 წლის გოგოს შიშველი ფოტოების გადაღება და გაგზავნა აიძულა, 14 წლის გოგოს გაუპატიურების გამო ბიძა დააკავეს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელი ახალი პროექტების, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად ქცეული? მე ვიცი, რომ შემზარავია უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ეს მონაცემები, ვიცი, რომ გაწუხებთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ძალისხმევა, სწორედ, ამის დაძლევისკენ უნდა მივმართოთ.

მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ განათლების მინისტრი სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტ ყურადღებას ამახვილებდეს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები უნდა მოისყიდოს და სამ წლიან საბაკალავრო და ერთ წლიან სამაგისტრო სწავლებაზე რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი, არა რეალური პრობლემების დაძლევაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ პედოფილია არის უდიდესი პრობლემა საქართველოში, არამედ იქ, სადაც არჩევნების ინტერესი გადის […] ჩემი თხოვნაა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მაინც როგორც ჯანდაცვის სისტემამ, ასევე, განათლების სამინისტრომ, ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემას და რეალურ პრობლემებზე ვიმსჯელოთ, ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, კომპლექსური ნაბიჯები გადავდგათ მათ დასაცავად”, – აღნიშნა კორძაიამ.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანადის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებს. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს მოუწოდებს თანამშრომლებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსთან და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვანებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.