კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს 

პუბლიკა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ „წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების“ ოფისში წაიღეს“.

მისი თქმით, იციან თითოეული ამ მოქალაქისა და დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება.

გარდა ამისა, თამარ კორძაიამ თქვა, რომ გუშინ ღამით აჭარაში მათი კოალიციის წარმომადგენლები პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გააჩერეს, უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა და გადაიყვანეს ექსპერტიზაზე.

„ესეც არის აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯი და ხელის შეშლა, რადგან ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიდიოდნენ საარჩევნო ბანერების გასაკრავად აჭარაში”, – თქვა მან.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მანამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.