კორონავირუსი კიდევ 16 პაციენტს არ დაუდასტურდა – ინფექციური საავადმყოფო

პუბლიკა

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მოთავსებულია 24 პაციენტი, რომელთაგან 11 ტესტი დღის განმავლობაში გაუკეთდება. კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ წარმოადგინა.

მისი ცნობით, გუშინ 16 პაციენტი გამოიკვლიეს ახალ კორონავირუსზე და ყველას მონაცემი უარყოფითი იყო. ისინი ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ყოველდღე უტარდებათ გამოკვლევა.