კორონავირუსი | 17 მარტის მონაცემებით, ირანმა ჯამში 85 000 პატიმარი გაათავისუფლა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 988-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულია 16 169 ადამიანი. ამ მონაცემებით ირანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიდაფეთქების ზონაა ჩინეთის გარეთ.

დღეს, 17 მარტს, ირანის სასამართლოს სპიკერმა, გოლემჰოსეინ ესმაილმა განაცხადა, რომ დროებით, ციხეებში ეპიდაფეთქების შეჩერების მოტივით, უკვე 85 000 პატიმარი გაათავისუფლეს.

„ციხეებშიც მივიღეთ წინასწარი ზომები იმისთვის, რომ ეპიდაფეთქება შევაჩეროთ”, – განაცხადა ესმაილმა.

სასამართლოს სპიკერს არ დაუკონკრეტებია დროებით გათავისუფლებულ პატიმრებს ეპიდაფეთქების დასრულების შემდეგ ისევ მოუწევდათ თუ არა ციხეებში დაბრუნება.

გაეროს მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ჯავაიდ რეჰმანმა ირანის ხელისუფლებას პოლიტმატიმრების დროებით გათავისუფლებისკენაც  მოუწოდა.

რეჰმანის განცხადებით, მხოლოდ 5 წელზე ნაკლები ოდენობის სასჯელის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ. მათ შორის არ იყო არცერთი საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელიც ირანის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ  პროტესტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.