საქართველოში დღეს კორონავირუსის 187 ახალი შემთხევა გამოვლინდა. შესაბამისად ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 3306-ს მიაღწია. 46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით შემთხვევები ასეა გადანაწილებული:
თბილისი — 30
იმერეთი — 15
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 11
გურია — 4
კახეთი — 3
შიდა ქართლი — 3
ქვემო ქართლი — 2
მცხეთა-მთიანეთი — 2
სამცხე-ჯავახეთი — 1
მარიან ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 14 პაციენტი. ხოლო მძიმედ ფასდება 70 პაციენტის მდგომარეობა.
დღეს ცნობილი გახდა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.
კორონა-ვირუსი დაუდასტურდა თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანსაც. ამის შესახებ მან ფეისბუქზე თავად დაწერა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3306
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1481
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5014
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41