დღეს კორონავირუსით საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Stopcov.ge-ს ამჟამინდელი მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1643
- მათ შორის გარდაცვლილი – 25
- კარანტინის რეჟიმში – 5390
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დილით განაცხადა, რომ კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 165;
- თბილისი – 34;
- რუსთავი – 4;
- იმერეთი – 14 (2 – თერჯოლა, 12 – ქუთაისი);
- გურია – 4 (1 – ლანჩხუთი, 3 – ოზურგეთი);
- დუშეთი – 1;
- ზუგდიდი – 2;
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია. მათგან შვიდი პედაგოგი, ერთი ფსიქოლოგი და ოთხი დამლაგებელია.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე ზუგდიდის მერმა განაცხადა, რომ „დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დადასტურდა 14 ახალი შემთხვევა. აქედან სამი შემთხვევა არის მერიის თანამშრომელი“.
ლაგოდეხში კორონავირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში კი პედაგოგის ინფიცირების გამო საჯარო სკოლამ დროებით შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.