Amazon-მა 16 მარტს განაცხადა, რომ 100 000 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს სასაწყობე და მიტანის სერვისებთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის შიშის გამო, ონლაინგამოწერების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ახალი თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებისთვის Amazon კომპანიაში 350 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ამ ფულადი ინვესტიციის ფარგლებში 2 დოლარით გაიზრდება ამჟამინდელი თანამშრომლების საათობრივი ანაზღაურებაც. აქამდე Amazon თანამშრომლებს საათში 15 დოლარს უხდიდა.