კორონავირუსი და შშმ პირთა განთავსების ობიექტები – რეკომენდაციები პერსონალს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განთავსების ობიექტებში დასუფთავება-დეზინფექციისა და იზოლირებულ პირთა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მომსახურების პერსონალისთვის.

რეკომენდაციები კონკრეტულად ეხება საცხოვრებელ და სამუშაო ოთახებში, ოფისებში, ტრანსპორტში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ა.შ მომუშავე პერსონალს, რომლებიც იმყოფებოდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ ან საეჭვო პირების გარემოცვაში.

რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ვირუსით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები და სათავსები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს წყლითა და საყოფაცხოვრებო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით. კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ნატრიუმის ჰიპოქლორიტისა (რომელსაც საყოფაცხოვრებო მათეთრებელი შეიცავს) და ეთანოსლის გამოყენება ეფექტურია.

მიზანშეწონილია, 0.1%-იანი ნატრიუმის ჰოპოქლორიტის (ნეიტრალური სარეცხი საშუალებია) წყალთან გაზავებული სახით გამოყენება ზედაპირების გასასუფთავებლად. თუ ზედაპირს მათეთრებელი საშუალება დააზიანებს, მაშინ, რეკომენდებულია, ის ჩანაცვლდეს 60-70%-იანი კონცენტრაციის ეთანოლის ან სხვა სპირტისშემცველი პრეპარატებით.

განსაკუთრებით კარგად უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით: კარები, კედლები, სახელურები, საჭე, ფანჯრები, უნიტაზი…) ყველა ქსოვილი უნდა გაირეცხოს 90-გრადუსიან წყალში, სარეცხი ფხვნილის დამატებით.

დასუფთავება-დეზინფექციას ექვემდებარება შშმ პირებისთვის განკუთვნილი:

ეტლი, კიდურების პროთეზი, სმენის აპარატი, სიარულის საყრდენი („ხადულკა”), პანდუსი, აბაზანაში ხელის ჩასავლები, დასაკიდი ხელსაბანი, მოძრავი სარკე და ა.შ.

დამსუფთავებელი პესონალისთვის რეკომენდებულია:

  • 2-3-ფენიანი სამედიცინო ნიღაბი, რომელიც აუცილებლად უნდა განადგურდეს;

  • დამცავი სათვალე, რომელიც ბოლოს უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

  • ხალათი, რომელიც თუ ერთჯერადია, უნდა განადგურდეს, თუ მრავალჯერადია, მოთავსდეს იზოლირებულად დეზინფექციამდე;

  • სითხეგაუმტარი ხელთათმანი – ერთჯერადი უნდა გადაიყაროს, მრავალჯერადი შესაბამისად გასუფთავდეს;

  • სითხეგაუმტარი ფეხსაცმელი, რომელიც ექვემდებარება დეზინფექციას ან ბახილები;

  • სასურველია ერთჯერადი ჩაჩი;

  • ნარჩენები უნდა შეგროვდეს პოლიეთილენის პარკებში – ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების საშუალებები – ცალ-ცალკე.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.