კორონავირუსი და სტომატოლოგიური კლინიკები - სამინისტროს რეკომენდაციები

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

განცხადებაში წერია, რომ სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც წვეთებისზ და აეროზოლების გამოყოფასთანაა დაკავშირებული, აღნიშნული საქმიანობა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის სტომატოლოგიურ კლინიკებს ეძლევათ რეკომენდაციები:

  • არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1 მაისამდე

  • არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.

  • ხველის, ქოშინის, მაღალი ტემპერატურის და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.

  • გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით.

  • კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე

    პაციენტებს, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება.

  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტები რეგისტრაციის დროს უნდა იდენტიფიცირდეს. კლინიკაში შესვლისას პაციენტმა უნდა დაიბანოს ხელები, გაიკეთოს ნიღაბი, დაიცვას სოციალური დისტანცია. სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთსავარძელიან კაბინეტში.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სტომატოლოგებისა და პაციენტებისთვის სრულად იხილეთ ბმულზე.