კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანსაც დაუდასტურდა

მინდია გაბაძე

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მას ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე და COVID-19 დაუდასტურდა.

„მე დადებითი პასუხი მაქვს კორონავირუსის ტესტზე. საბედნიეროდ, ჩემი სიმპტომები მსუბუქია, ვმუშაობ სახლიდან და ვარ თვითიზოლაციაში”, – წერს ჰენკონი ტვიტერზე.

კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, „ტემპერატურა და მუდმივი ხველა” მთავარი სამედიცინო ოფიცრის რჩევით, მან ტესტირება ჩაიტარა კორონავირუსზე, ტესტზე კი დადებითი პასუხი მიიღო.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის იზოლირებულია და სახლიდან მუშაობს.