მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 131 დადასტურებული შემთხვევაა. 130 შემთხვევიდან 5 ახალი შემთხვევა ინფექციურმა საავადმყოფომ მიიღო და ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 39 ინფიცირებული გადის.
„ერთ ახალშემატებული პაციენტი არის 10 წლის მოზარდის მშობელი, რომელსაც კორონა ლაბორატორიული კვლევით დაუდასტურდა. ჩვენ დილით გავაკეთეთ 14 ტესტი და აქედან მშობელთან დადასტურდა. დანარჩენი ნეგატიური და რამდენიმე პაციენტთან ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება ვირუსი და შემდეგ კლევაზე შესაძლოა, ისინიც გამოჯანმრთელებული იყვნენ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი გუშინ გადმოიყვანეს ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბავშვის ისტორია საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება.