კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში დასახმარებლად ამერიკის საზღვაო ძალებმა 30 მარტს ნიუ-იორკში ჰოსპიტლური ხომალდი გააგზავნეს.
ხომალდი, კორონავირუსის ინფექციის გარდა, ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებისთვის რეფერალური ჰოსპიტლის როლს შეასრულებს. ხომალდი პაციენტებს ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ზოგადი ოპერაციებისა და კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობის ჩათვლით.
ეს ადგილობრივ საავადმყოფოებს კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში დაეხმარება, რადგან სხვა სახის ჩივილების მქონე მოქალაქეებს ჰოსპიტლური ხომალდი გაუწევს მომსახურებას.
ხომალდზე 1 200-მდე თანამშრომელია დასაქმებული. პირველ პაციენტებს ჰოსპიტლური ხომალდი ნიუ-იორკის სანაპიროებთან მიღწევის შემდეგ 24 საათში მიიღებს.
ჰოსპიტლური ხომალდი უკანასკნელად ნიუ-იორკში 9/11-ის ტრაგედიის დროს გამოიყენეს.
დღეის მდგომარეობით ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 59 000 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსის შედეგად გარდაცვალების კი – 965.