თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეშ შემცვალი ქვეყნებიდან რა წესები უნდა დაიცვათ? – საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებია განთავსებული. მასალა ასევე მოიცავს ზოგად რჩევებს მგზავრებისთვის.
ზოგადი რჩევები მგზავრებისთვის:
– უარი თქვით მგზავრობაზე თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა და ხველა;
– თუ მგზავრობის დროს აღმოგაჩნდათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო სამსახურს, რაც შეიძლება ადრე და გაუზიარეთ ექიმს თქვენი მოგზაურობის ისტორია.
– მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომელთაც აღენიშნებათ ხველა და სიცხე.
– ხშირად გაისუფთავეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საშუალებებით ან საპნით და წყლით.
– მოერიდეთ ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებას.
– ხველის ან დაცემინების დროს დაიფარეთ ცხვირი და პირი მოხრილი იდაყვით ან ქსოვილით/ერთჯერადი ხელსახოცით. შემდეგ გადააგდეთ ქსოვილი/ერთჯერადი ხელსახოცი დაუყოვნებლივ და დაიბანეთ ხელები.
– თუ გადაწყვიტეთ დამცავი ნიღბის ტარება, დარწმუნდით, რომ იგი ფარავს ცხვირს და პირს, და ნუღარ შეეხებით მას გაკეთების შემდეგ. ერთჯერადი ხმარების ნიღაბი გადააგდეთ ყოველი ხმარების შემდეგ და დაიბანეთ ხელები მაშინვე.
– მიირთვით მხოლოდ თერმულად კარგად მომზადებული საკვები.
– მოერიდეთ გადაფურთხებას საზოგადოებრივ ადგილებში.
– მაქსიმალურად მოერიდეთ ავადმყოფ ცხოველებთან ახლო კონტაქტს.
თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეშ შემცვალი ქვეყნებიდან, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თვითმფრინავში ყოფნისას:
– ავსებთ სპეციალურ კითხვარს თქვენი მოგზაურობის შესახებ;
– ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით;
– მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები – კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი; ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი. მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის შეხებას.
აეროპორტში:
– თქვენ გაივლით თერმულ სკრინინგს თერმოსკანერის (რომელიც შეუმჩნეველი იქნება თქვენთვის), ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით.
– ასევე შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგის მიერ შეივსება საინფორმაციო ბარათი (თქვენთან ჩაღმავებული ინტერვიუს საშუალებით);
თუ თქვენ:
1 – დაგიფიქსირდათ 37.5 ტემპერატურა და მეტი, ხველა და ამასთან ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანებში, თქვენ სასწრაფო დახმარების ბრიგადის საშუალებით გადაყვანილი იქნებით ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩაგიტარდებათ კვლევა ახალი კორონავირუსის გამოსარიცხად. ამისთვის აგიღებენ ხახის ნაცხს და გადაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც არაუგვიანეს 12 საათში ცნობილი იქნება კვლევის პასუხი. საავადმყოფოდან გაეწერებით დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნების არასებობის და/ან ლაბორატორიული კვლევის შედეგების გამოსწორების შემთხვევაში;
2 – თუ ტემპერატორული რეაქცია არ დაგიფიქსირდათ, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები (სურდო, სისუსტე და სხვა) ამასთან სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე გქონდათ კონტაქტი COVID 19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევასთან, ან მუშაობდით ან იმყოფებოდით (ვიზიტით) ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც COVID 19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევებს მკურნალობენ, თქვენ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილი იქნებით ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩაგიტარდებათ კვლევა ახალი კორონავირუსის გამოსარიცხად. ამისთვის აგიღებენ ხახის ნაცხს და გადაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც არაუგვიანეს 12 საათში ცნობილი იქნება კვლევის პასუხი. საავადმყოფოდან გაეწერებით დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნების არასებობის და/ან ლაბორატორიული კვლევის შედეგების გამოსწორების შემთხვევაში.
3 – თუ რაიმე პრობლემა არ დაგიფიქსირდათ, არც სასუნთქი სისტემის რაიმე ტიპის პრობლემა, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდით კონტაქტში ინფიცირებულ პირთან და ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა თქვენი „კონტაქტის“ სტატუსი, ასეთ შემთხვევაში თქვენ ექვემდებარებით ორკვირიან იზოლაციას.
ა) იმ შემთხვევაში თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილი შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, შესაბამისი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ, იგზავნებით სახლში, სადაც განხორციელდება თქვენი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ.
ბ) სხვა შემთხვევაში თქვენი გადაყვანა მოხდება სამინისტროს მიერ გამოყოფილ საკარანტინო ზონაში, სადაც გამხორციელდება თქვენი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ.