კორონავირუსი| როგორია ეპიდემიური სურათი მეზობელ ქვეყნებში

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 37 542 052  შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 1 078 606, გამოჯანმრთელდა  28 167 134 ადამიანი.

ამ დროისთვის 8 296 312 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 68 757 (1%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 7 949 913 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 219 304 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 5 090 255. ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში 4 408 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ინდოეთი – 7 053 806 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 6 077 976,  გარდაიცვალა 108 371 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ამ დრისთვის ფიქსირდება 5 091 840 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 4 453 722, გარდაიცვალა 150 236 ადამიანი.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას ჩვენს  მეზობელ ქვეყნებში, ამ დროის მონაცემებით:

რუსეთში სულ 1 298 718 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 020 442, გარდაიცვალა 22 597 ადამიანი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 13 634  ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 143  ადამიანი.

სომხეთში  56 451 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 45 824,  გარდაიცვალა 1020 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 715  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.

აზერბაიჯანში 41 982 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 39 357, გარდაიცვალა 609 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

თურქეთში  334 031 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 293 145,  გარდაიცვალა 8 778 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი და  208 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 11794
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6327
  • მათ შორის გარდაცვლილი – 85
  • კარანტინის რეჟიმში – 5590
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41