კორონავირუსი| როგორია ეპიდემიური სურათი მეზობელ ქვეყნებში

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 27 მილიონზე მეტი შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 884 304, გამოჯანმრთელდა 19 მილიონზე მეტი ადამიანი.

ამ დროისთვის 7 000 279 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 60 150 (1%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6 432 103 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 192 850 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3 707 128. ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში 951 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 4 123 000 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 3  296 702, გარდაიცვალა 126 230 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ამ დრისთვის ფიქსირდება 4 118 583 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 3 180 999, გარდაიცვალა 70 712 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 7744 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 33 ადამიანი.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას ჩვენს  მეზობელ ქვეყნებში, ამ დროის მონაცემებით:

რუსეთში სულ 1 025 505 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 840 949, გარდაიცვალა 17 820. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში 5195  ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 61 ადამიანი.

სომხეთში 44 783 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 40 089, გარდაიცვალა 897  ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

თურქეთში 278 228 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 250 092. გარდაიცვალა 6 620 ადამიანი.

აზერბაიჯანში 37 192 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 34 565. გარდაიცვალა 545 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1650
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1310
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6020
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41