„მე [კორონავირუსი] საიდან გადამედო, აზრზე არ ვარ… “ – ასე პასუხობს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2-ის“ შეკითხვას.
„დილით გავიღვიძე სიცხით. ეგრევე გავვარდი, ტესტი გავიკეთე. თავიდან მოვიდა კარგი პასუხი, მაგრამ მერე მითხრეს, რომ რაღაც საეჭვო არისო და ხელმეორედ გაიკეთეო. დღეს იყვნენ ჩემთან დილით მოსულები და რომ გამიკეთეს, მე მგონი, დადებითი არის. ახლა ველოდები მაგათ პასუხს სად წამიყვანენ, რა სად გადაგვიყვანენ. მე მგონი, ვიკასაც აქვს.“ – ამბობს დეპუტატი.
ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, დეპუტატი პარლამენტში ორშაბათს (31 აგვისტოს), სამშაბათს (1 სექტემბერი) და ოთხშაბათს (2 სექტემბერი) იმყოფებოდა. მისივე თქმით, გუშინწინ, ორშაბათს (7 სექტემბერს), ბიუროს სხდომაზე არ ყოფილა.
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. ინფორმაცია ამის შესახებ ვიკა ბუკიამ „კურიერს“ რამდენიმე საათის წინ მიაწოდა.