კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებზე

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  311 457-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 291 457-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა,
  • აჭარა – 144,
  • იმერეთი – 83,
  • ქვემო ქართლი – 41,
  • შიდა ქართლი – 36,
  • გურია – 22,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102,
  • კახეთი – 35,
  • მცხეთა-მთიანეთი – 25,
  • სამცხე-ჯავახეთი – 6,
  • რაჭა-ლეჩხუმი
  • ქვემო სვანეთი – 0.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 125, აჭარაში – 447, იმერეთში – 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 743 პირი, მათ შორის, თბილისში – 356, აჭარაში – 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პირი, მათგან თბილისში – 97, აჭარაში – 12, იმერეთში – 11. 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 – თბილისში, 319 – აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 567პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 877 პირი, აჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 212.