საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 302 და გარდაიცვალა 20 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4.58%, ხოლო 7 დღის – 3.81%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა – 86, იმერეთი – 113, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 53, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც: 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.