კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო გარდაიცვალა 22 კოვიდპაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი. 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.