ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 25 606 ტესტი, მათ შორის 15 693 ანტიგენის და 9 913 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა – 54, იმერეთი – 125, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 32, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 57, კახეთი – 72, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166, საიდანაც 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, 837 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 ადამიანი.