ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 839 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პაციენტი, გარდაიცვალა 18 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი – 904 შემთხვევა;
- აჭარა – 146;
- იმერეთი – 79;
- ქვემო ქართლი – 54;
- შიდა ქართლი – 39;
- გურია – 31;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99;
- კახეთი – 45;
- მცხეთა-მთიანეთი – 28;
- სამცხე-ჯავახეთი – 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 728 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პაციენტი, 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი.