საქარართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 1 954 კოვიდინფიცირებული.
ამ დროისთვის, NCDC-ის ცნობით ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსის 26 701 აქტიური შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.89 %-ია.