ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა 34 800 ტესტი, მათ შორის 18 765 ანტიგენის და 16 035 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა – 118, იმერეთი – 155, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 48, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 საიდანაც: 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 780 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, 1 016 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 952 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 703 ადამიანი.