საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. განახლებული მონაცემებით, საქართველოში კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალინფიცირებული პაციენტიდან ერთის დაინფიცირების წყარო ლენჯერია, 4-ის უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო, ეზუგბაიას თქმით, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1361;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1098;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 7235;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;