კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.