საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 264-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44-ით გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 2 გაჩიანიდანაა, 9 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი იმპორტირებული შემთხვევაა (აქედან 2 სატვრითო ავტომობოლის მძღოლია).
StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 264;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1 054;
- გარდაიცვალა- 17
- კარანტინის რეჟიმში – 7 279;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41;