17 398 ტესტი, 1550 ინფიცირებული, 15 გარდაცვლილი | 19 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 15 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – გამოვლენილია 647 შემთხვევა;
  • აჭარა – 58;
  • იმერეთი – 249;
  • ქვემო ქართლი – 93;
  • შიდა ქართლი – 95;
  • გურია – 53;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145;
  • კახეთი – 106;
  • მცხეთა-მთიანეთი – 41;
  • სამცხე-ჯავახეთი – 49;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 775 მძიმე პაციენტია. უწყების ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 217 პირი და 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.