კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა და 34 გარდაცვლილი | 30 იანვარი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 947  პირი, გარდაიცვალა – 34 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  24.95%. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 945 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 162 773.

29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 24.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა – 1 913, იმერეთი – 2 247, ქვემო ქართლი – 870, შიდა ქართლი – 679, გურია – 264, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი – 408, სამცხე-ჯავახეთი – 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 146 527 საიდანაც:
• 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 191, აჭარაში – 735, იმერეთში – 1 089.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 007 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 143, იმერეთში – 304. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 46, იმერეთში – 27.
• 2 061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 639 – აჭარაში.
• 139 275 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.