გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR -ტესტი, აქედან 124 შემთხვევაში პასუხები კორონავირუსზე დადებითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარაში მკურნალობის კურსს გადის გადის 414 პაციენტი, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებაში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.
საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2 562;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1369;
- მათ შორის გარდაცვლილი – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 6 633;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;