საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 382 და გარდაიცვალა 14 კოვიდპაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, აქედან 8 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 751 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.20 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.66 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 1.60 %.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება: თბილისი გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 5, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 4 080 შემთხვევაა, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 327 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პაციენტი. 200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.