კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი | 25 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 061 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %; გარდაიცვალა 23 ადამიანი.

24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.3 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა;

აჭარა – 299;

იმერეთი – 190;

ქვემო ქართლი – 120;

შიდა ქართლი – 62;

გურია – 35;

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89;

კახეთი – 128;

მცხეთა-მთიანეთი -62;

სამცხე-ჯავახეთი – 41;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 805, აჭარაში – 451, იმერეთში – 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 65, იმერეთში -220.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 827 პირი, აჭარაში – 2 777, იმერეთში – 1 980.