კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 1 074 პირი, ხოლო გარდაიცვალა 24 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 736 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 70, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც: 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.