კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი | 22 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NCDC-ის ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 18 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი გარდაიცვალა.