ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 37 627 ტესტი, მათ შორის 21 135 ანტიგენის და 16 492 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943, გარდაიცვალა 26 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა:
თბილისი – 1 391 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 172, შიდა ქართლი – 90, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97, კახეთი – 149, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების 19 643 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე 899 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 189 პირი. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 13 876 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი.